1.
პროექტის სახელწოდება:კინოს შექმნის . ისტორია
2. პროექტის მთავარი იდეა (თემა)1-2 წინადადებით:პროექტის მონაწილეები იკვლევენ კინოს წარმოშობის ისტორიას.გაიხსენებენ თომას ედისონის კინეტოსკოპს,ძმებ ლუმიერების სინემატოგრაფს.კინო ინდუსტრიის –ჰოლივუდის შექმნის ისტორიას.პირველ ხმოვან კინოს.
3. პროექტის აქტუალობა:მოსწავლეები 21–ე საუკუნის ფონზე,როდესაც აქტუალურია 3D ფორმატის ფილმები,გაეცნობიან თუ საიდან მოდის კინოს შექმნის ისტორია და როგორ შეიცვალა წლების განმავლობაში მუნჯი კინო თანამედროვე სპეცეფექტებით გაჯერებული კინოთი.
4. პროექტის მიზნები:მოსწავლეები შეისწავლიან კინოს შექმნის ისტორიას,ატარებენ კვლევას როდის შეიქმნა პირველი კინეტოსკოპი,რა პრობლემები ჰქონდა მას.ვინ იყვნენ ძმები ლუმიერები, რომლებმაც შექმნეს სინემატოგრაფი და კინოს დაბადებას შეუწყვეს ხელი.რამ გამოიწვია კინო ინდუსტრიის შექმნა.როდის შეიქმნა „ჰოლივუდი“,რატომ კალიფორნიაში და ვინ იყვნენ მუნჯი კინოს ცნობილი მსახიობები.როდის შეიქმნა პირველი ხმოვანი კინო და გააკეთებენ შედარებას როგორ განვითარდა კინო ინდუსტრია მე- 20-ე და 21-ე საუკუნეში.
5. მონაწილეთა ასაკი:14-15 წელი
6. ვადები/ხანგრძლივობა:ერთი თვე
7. მოსალოდენელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:ამ პროექტის საშუალებით მოსწავლეები შეისწავლიან კინოს შექმნის ისტორიას,როდის შეიქმნა კინეტოსკოპი, რომელიც მოძრავი სურათების პროეცირებას ახდენდა,მაგრამ ჰქონდა სამი პრობლემა:1.იყო ხმაურიანი2.სურათები იყო ძალიან დაბალი ხარისხის და 3.მხოლოდ ერთ ადამიანს შეეძლო გამოეყენებინა.ხოლო ფრანგი ძმების ლუმიერების სინემატოგრაფმა შესაძლებლობა მისცა მაყურებელს 1895წლის 28 დეკემბერს პარიზის ერთ –ერთ კაფეში ენახა „მოძრავი სურათები“.მათ აჩვენეს რამოდენიმე დოკუმენტური ფილმი და ერთ–ერთ მათგანს ერქვა „მატარებლის შემოსვლა სადგურზე“.აუგუსტ ლუმიერის აზრით „მან შეიძლება იარსებოს რამოდენიმე ხანი,მაგრა
სრულიად არ აქვს კომერციული ღირებულება“,მაგრამ ის იყო მცდარი,რადგან კინოებზე იყო უზარმაზარი მოთხოვნილება და ამან გამოიწვია კინოინდუსტრიის შექმნა.1915 წელს შეიქმნა „ჰოლივუდი“–ინდუსტრიის დედაქალაქი კალიფორნიაში, იმიტომ რომ კლიმატი იყო კარგი,სამუშაო იყო იაფი და უამრავი მშვენიერი ადგილი იყო ახლომახლო.კინოს პიონერებმა შექმნეს ათასობით შავთეთრი კინო.ეს იყო „მუნჯი ერა“–ჩარლი ჩაპლინის,რუდოლფ ვალენტინოს,კლარა ბოუს და სხვების ერა.მსახიობების დიალოგი ყოველ 15-20 წამში ჩანდა ბარათებზე დაწერილი და 1927 წელს ხმის ჩამწერმა სტუდიამ დაასრულა“მუნჯი კინოს“ ერა.1930 წლიდან აუდიენცია გაიზარდა კვირაში 57 მილიონიდან 110 მილიონამდე.მხოლოდ 31 წლის შემდეგ ლუმიერების კინო ჩვენებიდან შემოვიდა თანამედროვე კინო და წლების განმავლობაში ისე განვთარდა რომ ეხლა რადიკალურად განსხვავებულ ფილმებს ვუყურებთ.
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:კომპიუტერი,პროექტორი,დაფა,ცარცი,პლაკატები.
9. პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):კვლევა.დისკუსიების გამართვა მოძიებულ მასალაზე.ინდივიდუალური და ჯგუფური კომუნიკაციის განვითარება.ნამუშევრის განლაგება ბლოგში,პლაკატების დამზადება.
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:კავშირი ისტორიასთან და ხელოვნებასთან.
11. პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი):ირმა მამასახლისი.
12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:irmamamasaxlisi@gmail com
13. პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:irmamamasaxlisi.blogspot.com
Комментариев нет:
Отправить комментарий